---
title: "მუხლი 30. შეუთავსებლობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/30"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "30"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. შეუთავსებლობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 30 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/30

პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი ან/და იგი არის:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;
ბ) პროკურორი;
გ) გამომძიებელი;
დ) პოლიციელი;
დ
1
) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურე;
ე) ადვოკატი;
ვ) მოქმედი სამხედრო მოსამსახურე;
ზ) სასულიერო პირი;
თ) აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე;
ი) ბრალდებული;
კ) პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო, და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული;
ლ) ნასამართლევი.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5591
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6735 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/31.md
