---
title: "მუხლი 301. საკასაციო საჩივრის ფორმა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/301"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "301"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 301. საკასაციო საჩივრის ფორმა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 301 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/301

1. საკასაციო საჩივარში კასატორმა უნდა განმარტოს, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს, ასევე უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა.

2. საკასაციო საჩივარში აღინიშნება:
ა) იმ სასამართლოს დასახელება, სადაც შეიტანება საჩივარი;
ბ) მონაცემები იმ პირის შესახებ, რომელსაც შეაქვს საჩივარი (სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო მდგომარეობა);
გ) გასაჩივრებული განაჩენი, მისი გამომტანი სასამართლო და გამოტანის თარიღი;
დ) მომჩივნის აზრით, რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ და რა ადასტურებს ამას;
ე) დამატებით წარმოდგენილი მასალები.

3. საკასაციო საჩივარში შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე გასაჩივრებული განაჩენის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებსა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებთან შეუსაბამობის შესახებ.
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1918 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/300.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/302.md
