---
title: "მუხლი 307. საკასაციო განაჩენი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/307"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "307"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 307. საკასაციო განაჩენი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 307 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/307

1. საკასაციო სასამართლო განაჩენით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამართლებელ განაჩენს;
ბ) აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს;
გ) ცვლილება შეაქვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში;
დ) უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და უარს ამბობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2. საკასაციო სასამართლოს განაჩენი ცვლის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.

3. საკასაციო სასამართლოს განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/306.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/308.md
