---
title: "მუხლი 309. საკასაციო საჩივრის სარევიზიო საწყისი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/309"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "309"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 309. საკასაციო საჩივრის სარევიზიო საწყისი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 309 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/309

თუ საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულის საჩივრის საფუძველზე მის სასარგებლოდ აუქმებს ან ცვლის განაჩენს იმ საფუძვლით, რომ სისხლის სამართლის კანონის გამოყენებისას დაირღვა კანონი და ეს სამართლებრივი შეცდომა განაჩენით ამ საქმეში მსჯავრდებულ სხვა პირსაც ეხება, რომელსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანია, საკასაციო სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს ამ მსჯავრდებულის მიმართაც.
თავი XXVII
ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/308.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/310.md
