---
title: "მუხლი 311. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/311"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "311"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 311. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 311 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/311

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე
1
“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პირი უფლებამოსილია ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე
1
“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით − შესაბამისი კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის ვადაში.
საქართველოს
201
2
წლის
27 მარტის
კანონი №
5925
–
ვებგვერდი, 1
9
.0
4
.201
2
წ.
საქართველოს 2016 წლის 27
აპრილის კანონი
№
5011
- ვებგვერდი, 13.05.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/310.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/312.md
