---
title: "მუხლი 314. სასამართლო სხდომა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. განაჩენი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/314"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "314"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 314. სასამართლო სხდომა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. განაჩენი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 314 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/314

1. საქმის არსებითი განხილვა ტარდება სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

2. საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასამართლო ან უცვლელად ტოვებს განაჩენს, ან ცვლის მას, ან აუქმებს მას და ადგენს ახალ განაჩენს.

3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენზე შეიტანება საკასაციო საჩივარი ამ კოდექსით დადგენილი წესით.

4. საკასაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესით, მისი დასაშვებობის შემოწმების გარეშე.
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/313.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/314-1.md
