---
title: "მუხლი 329. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/329"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "329"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 329. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 329 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/329

1. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი
საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
(პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ.

31).

2. ამ კოდექსის ამოქმედებამდე მიღებულ საპროცესო გადაწყვეტილებებს უნარჩუნდება კანონიერი ძალა.

3. ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება
საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით
, გარდა ამავე კოდექსის 168
1
და 168
2
მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა.
(ძალადაკარგულია მე-3 ნაწილის
ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს ამავე კოდექსით გათვალისწინებული წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებულად ყოფნის მაქსიმალური 9 თვიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე)
(ძალადაკარგულია მე-3 ნაწილის
ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს ამავე კოდექსით გათვალისწინებულ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვის შესაძლებლობას ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე) -
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/4/557,571,576 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

3¹. თუ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო და მის მიმართ შეჩერებულია ან შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება, სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (გარდა 75-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულად ყოფნის ვადის დინების შეჩერებისა). ასეთ შემთხვევაში საქმის სასამართლოში წარმართვამდე ბრალდებულად ყოფნის ვადაა 9 თვე. ამ ვადის დინება გრძელდება 2015 წლის 1 მაისიდან. აღნიშნულ ვადაში არ ითვლება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება.

4. (ამოღებულია - 24.09.2010, №3616)
.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5352 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/4/557, 571,576 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 30 აპრილის კანონი №3520 - ვებგვერდი, 30.04.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/328.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/330.md
