---
title: "მუხლი 330. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/330"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "330"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 330. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 330 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/330

1. 2011 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში და განიხილავს მისი ტერიტორიული განსჯადობისთვის მიკუთვნებულ,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის (მხოლოდ დამთავრებულის) სისხლის სამართლის საქმეებს. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის (მხოლოდ დამთავრებულის) ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

1¹. 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში და განიხილავს მისი ტერიტორიული განსჯადობისთვის მიკუთვნებულ,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებს. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

2. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავს მისი ტერიტორიული განსჯადობისთვის მიკუთვნებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებს. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

3. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

3¹. (
ამოღებულია - 19.02.2015, №3090
)
.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
, ნაფიცი მსაჯულები კი შეირჩევიან შესაბამისად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 20
12
წლის
22 მაისის
კანონი №
6253
–
ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 -
ვებგვერდი,
19
.0
6
.201
2
წ.
საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №205 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 18 სექტემბრის
კანონი №2663
- ვებგვერდი, 25.09.2014წ.
საქართველოს 2015
წლის 19 თებერვლის
კანონი №3090 - ვებგვერდი, 06.03.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5591
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/329.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/331.md
