---
title: "მუხლი 333. კოდექსის ამოქმედება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/333"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "333"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 333. კოდექსის ამოქმედება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 333 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/333

1. ეს კოდექსი, გარდა 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

2. ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

2¹. ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) გამოტანილ იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე და რომლებიც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ 2012 წლის 1 ივლისამდე.

3. ამ კოდექსის 331-ე მუხლი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.

4. (ამოღებულია - 24.09.2010, №3616)
.

5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განსაზღვროს ამ კოდექსის 35-ე–36-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა.

6. დაცვის მხარის უფლება
ამ კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული შუამდგომლობის დაყენების თაობაზე ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.

7. თუ
ამ
კოდექსის
182
1
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
სასამართლოს
ვალდებულების
შესასრულებლად
ცალკეულ
სასამართლოებში
აუცილებელია
დამატებითი
ორგანიზაციული
და
ტექნიკური
ღონისძიებების
განხორციელება
,
182
1
მუხლის
პირველი
ნაწილი
ამოქმედდეს
ამ
ღონისძიებების
დასრულებისთანავე
,
მაგრამ
არა
უგვიანეს
2013
წლის
1
ივნისისა
.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ კოდექსის 185-ე მუხლის მე-6 ნაწილის ამოქმედების მომენტისათვის სასამართლოში განსახილველად არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენი გამოაქვს იმავე ნაწილის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 36 თვისა.

9. ამ კოდექსის 185-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №205 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8
ივლისის კანონი
№3976
- ვებგვერდი, 20.07.2015წ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 9 ოქტომბერი.
№1772
–
IIს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/332-5.md
