---
title: "მუხლი 43. ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობის კონფიდენციალურობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/43"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "43"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობის კონფიდენციალურობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 43 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/43

1. ბრალდებულის ურთიერთობა მის ადვოკატთან კონფიდენციალური და თავისუფალია.

2. კონფიდენციალურია ასევე პირის ბრალდებულად ცნობამდე მისი ურთიერთობა მის შესაძლო ადვოკატთან.

3. დაკავებული ან დაპატიმრებული ბრალდებულის ურთიერთობა მის ადვოკატთან შესაძლებელია შეიზღუდოს მხოლოდ ვიზუალური მეთვალყურეობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/44.md
