---
title: "მუხლი 50¹. პირი, რომელსაც დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/50-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "50^1"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50¹. პირი, რომელსაც დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 50¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/50-1

ამ კოდექსის 165
4
მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება, უფლება აქვს:
ა) ჰყავდეს ადვოკატი;
ბ) გაეცნოს და მიიღოს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მასალები;
გ) ბრალდების მხარეს წარუდგინოს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული მტკიცებულება და შუამდგომლობით მოითხოვოს მისი სისხლის სამართლის საქმისთვის დართვა;
დ) ადვოკატთან ერთად სასამართლოში მონაწილეობა მიიღოს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული მტკიცებულების გამოკვლევაში, მათ შორის, ადვოკატთან ერთად შეკითხვები დაუსვას ამ საკითხთან დაკავშირებით დასაკითხ მოწმეს;
ე) სასამართლოს მისცეს ჩვენება დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით. ამ დროს აღნიშნულ პირს აქვს მოწმის უფლებები და აკისრია მისი მოვალეობები;
ვ) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ამ კოდექსის XVII
1
თავით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ეგზემპლარი;
ზ) სააპელაციო და საკასაციო წესებით გაასაჩივროს სასამართლოს მიერ ამ კოდექსის XVII
1
თავით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების ნაწილში.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/51.md
