---
title: "მუხლი 53. თარჯიმანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/53"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "53"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. თარჯიმანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 53 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/53

1. თარჯიმანს იძახებენ, როცა:
ა) პროცესის მონაწილემ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
ბ) საჭიროა სისხლის სამართლის პროცესის ენაზე ითარგმნოს ტექსტი;
გ) პროცესის მონაწილეს აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს.

2. თარჯიმნის გამოძახების შესახებ აღნიშვნა კეთდება შესაბამის ოქმში.

3. (ამოღებულია - 14.07.2020, №6842)
.

4. პროცესის სხვა მონაწილეს თარჯიმნის მოვალეობის შესრულების უფლება არა აქვს.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6842 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/54.md
