---
title: "მუხლი 54. თარჯიმნის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/54"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "54"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. თარჯიმნის უფლება-მოვალეობანი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 54 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/54

1. თარჯიმანს უფლება აქვს:
ა) თარგმანის დასაზუსტებლად შეკითხვა დაუსვას პროცესის მონაწილეებს;
ბ) გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს და სასამართლო სხდომის ოქმს;
გ) გამოთქვას შენიშვნა, რომელიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი;
დ) უარი თქვას თარგმნაზე, თუ ამისთვის საჭირო ცოდნა არ გააჩნია.

2. თარჯიმანი ვალდებულია:
ა) გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით;
ბ) ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი;
გ) ხელმოწერით დაადასტუროს თარგმანის უტყუარობა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმში და სხვა საპროცესო დოკუმენტში;
დ) გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს გამოძიების მასალა, აგრეთვე მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შემცველი ცნობები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/55.md
