---
title: "მუხლი 62. თვითაცილება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/62"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "62"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. თვითაცილება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 62 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/62

1. თუ არსებობს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის, თარჯიმნის ან ექსპერტის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს თვითაცილება.

2. გამომძიებელი თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორთან, პროკურორი – მის ზემდგომ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლოში.

3. მოსამართლე თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს სასამართლოს თავმჯდომარესთან.

4. თვითაცილების შესახებ განცხადებას ადვოკატი, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, ექსპერტი და თარჯიმანი აკეთებენ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას აღნიშნული პირები და სასამართლო სხდომის მდივანი – სასამართლოში.

5. თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.

6. ექსპერტის თვითაცილების საფუძველია მისი პროფესიული არაკომპეტენტურობა.
საქართველოს 2018 წლის 4
მაისის
კანონი №2270
–
ვებგვერდი, 21.05.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/61-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/63.md
