---
title: "მუხლი 64. აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/64"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "64"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 64 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/64

1. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს, მისცეს განმარტება.

2. მოსამართლის აცილების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას იღებს:
ა) საქმის ერთპიროვნულად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ, – ეს მოსამართლე;
ბ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია მოსამართლის (მოსამართლეების) მიმართ, – ის მოსამართლე (მოსამართლეები), რომლის (რომელთა) მიმართაც აცილების შუამდგომლობა არ დაყენებულა;
გ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია სასამართლოს მთელი შემადგენლობის მიმართ, – საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა;
დ) ამ კოდექსის 114-ე მუხლით დადგენილი წესით მოწმის დაკითხვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია მაგისტრატი მოსამართლის მიმართ, – ეს მაგისტრატი მოსამართლე.

3. გამოძიებისას დაყენებული აცილების შუამდგომლობა უნდა გადაწყდეს 24 საათში, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობა – დაუყოვნებლივ, სათათბირო ოთახში ან ადგილზე თათბირით.

4. განცხადებული აცილების შუამდგომლობაზე პროკურორს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№4677
- ვებგვერდი, 29.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/65.md
