---
title: "მუხლი 90. საპროცესო ხარჯები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/90"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "90"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 90. საპროცესო ხარჯები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 90 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/90

1. საპროცესო ხარჯებია:
ა) ბრალდებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯი;
ბ) ექსპერტის გამოცხადების და მისი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი;
გ) თარჯიმნის გამოცხადების და მისი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი;
დ) მოწმის გამოცხადების ხარჯი;
ე) ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის ხარჯი;
ვ) ბრალდებულის ან მისი ადვოკატის შუამდგომლობით სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხარჯი;
ზ) დაცვის მხარისათვის ბრალდების მხარის მიერ გადაცემული ინფორმაციის ასლის გადაღების ხარჯი;
თ) ნაფიც მსაჯულთა გამოცხადებისა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობის ხარჯი;
ი) მტკიცებულებათა მოპოვების ხარჯი.

2. ექსპერტს ან თარჯიმანს ანაზღაურება არ ეძლევა, თუ საქმიანობისათვის სახელმწიფოს მიერ დანიშნული აქვს ხელფასი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/89.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/91.md
