---
title: "მუხლი 94. შუამდგომლობის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/94"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "94"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 94. შუამდგომლობის გადაწყვეტა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 94 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/94

1. თუ შუამდგომლობაში გადმოცემული მოთხოვნის შესრულება ხელს უწყობს სისხლის სამართლის პროცესის ამოცანების განხორციელებას, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თუ შუამდგომლობა მიმართულია სისხლის სამართლის პროცესის გაჭიანურებისაკენ ან მისთვის ხელის შეშლისაკენ – უარი უნდა ითქვას მის დაკმაყოფილებაზე.

2. შუამდგომლობის ავტორი მას ზეპირად ასაბუთებს.

3. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობს პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მისი ადვოკატი, მათაც ეძლევათ შესაძლებლობა, მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებანი.

4. შუამდგომლობის განხილვის შედეგად უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას მისი დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ.

5. შუამდგომლობის განხილვის შედეგების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება მის ავტორს. თუ შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე, მას ამ კოდექსით დადგენილი წესით გადაეცემა გადაწყვეტილების ასლი.

6. შუამდგომლობის დაყენებისას სასამართლოს წარედგინება სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების ასლები, რომლებიც აუცილებელია მისი განხილვისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/93.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/95.md
