---
title: "მუხლი 97. საჩივრის განხილვის ზოგადი წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/97"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "97"
identifier: "1772"
adopted: "2009-10-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 97. საჩივრის განხილვის ზოგადი წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 97 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/97

1. საჩივარი არ შეიძლება განიხილოს იმ პირმა, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილებაც საჩივრდება.

2. საჩივრის განმხილველი ორგანო ან პირი ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა და სხვა პირთა დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღსადგენად.

3. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჩივარი განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოსათვის ან პირისათვის საჩივრის გადაცემიდან 3 დღეში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/96.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90034-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/98.md
