---
title: "მუხლი 13. საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტი — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/13"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "13"
identifier: "1876"
adopted: "2009-10-22"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტი — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/13

1. საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

2. საქართველოს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მისი სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არა აქვთ ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1157 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/13-1.md
