---
title: "მუხლი 21. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/21"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "21"
identifier: "1876"
adopted: "2009-10-22"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/21

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით მიღებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონით , ერთი მოსმენით განხილვისა და მიღების გზით.

3. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიიღება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით .
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3876 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.
თავი IV. ნორმატიული აქტის მოქმედება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/20-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/22.md
