---
title: "მუხლი 26. ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნება — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/26"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "26"
identifier: "1876"
adopted: "2009-10-22"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნება — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/26

1. ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება. ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს.

2. ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ (შემდგომში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“) ვებგვერდზე .

3. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. დაუშვებელია იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის გამოუქვეყნებლობა, რომელიც ზღუდავს უფლებებსა და თავისუფლებებს ან ადგენს იურიდიულ პასუხისმგებლობას.

4. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისა და მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/27.md
