---
title: "მუხლი 30. კანონის მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებები — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/30"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "30"
identifier: "1876"
adopted: "2009-10-22"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. კანონის მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებები — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/30

1. 1997 წლის 1 თებერვლამდე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს (მიუხედავად მისი დასახელებისა), რომელიც არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო რეესტრში, იურიდიული ძალა არა აქვს.

2. 1997 წლის 1 თებერვლამდე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო რეესტრში და შეიცავს ინდივიდუალურ (ერთჯერად) დებულებას (დებულებებს), ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ამ დებულების (დებულებების) ნაწილში.

3. 2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/31.md
