---
title: "მუხლი 33. კანონის ამოქმედება — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/33"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "33"
identifier: "1876"
adopted: "2009-10-22"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. კანონის ამოქმედება — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/33

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–29-ე მუხლებისა, 30-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებისა, 31-ე–32-ე მუხლებისა და 33-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–25-ე მუხლები, 30-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები, 31-ე–32-ე მუხლები და 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები და 27-ე–29-ე მუხლები ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

3¹. ამ კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.

4. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996, გვ.1).
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 22 ოქტომბერი.
№1876–IIს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/32-2.md
