---
title: "მუხლი 6. ვადების ათვლა ნორმატიულ აქტში — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/6"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "6"
identifier: "1876"
adopted: "2009-10-22"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ვადების ათვლა ნორმატიულ აქტში — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/6

ამ კანონში მითითებული ვადების ( გარდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადებისა და ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისთვის დადგენილი ვადისა ) ათვლისას არ ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები . ნორმატიული აქტის ( ნორმატიული აქტის პროექტის ) სამართლებრივი ექსპერტიზისა და გამოქვეყნების შემთხვევაში ვადების ათვლა იწყება ნორმატიული აქტის ( ნორმატიული აქტის პროექტის ) უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაცემიდან ან სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს .
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 29 მაისის ორგანული  კანონი №4618 – ვებგვერდი, 05.06.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/7.md
