---
title: "მუხლი 7¹. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების სამართლებრივი ბუნება — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/7-1"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "7^1"
identifier: "1876"
adopted: "2009-10-22"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7¹. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების სამართლებრივი ბუნება — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 7¹ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/7-1

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმების გამოყენებისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებები ამ კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმების ოფიციალურ განმარტებებად მიიჩნევა და აღნიშნული ნორმების გამომყენებელს შეუძლია  ამ განმარტებებს დაეყრდნოს.
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის ორგანული კანონი №1916 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.
თავი II. ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/8.md
