---
title: "მუხლი 8. საქართველოს საკანონმდებლო აქტის რეგულირების სფერო — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/8"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "8"
identifier: "1876"
adopted: "2009-10-22"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. საქართველოს საკანონმდებლო აქტის რეგულირების სფერო — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/8

მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს:
ა) საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონით ან საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული;
ბ) ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისა და დაცვის პირობები და წესი, იურიდიული პასუხისმგებლობისა და იძულების ზომის გამოყენების საკითხები;
გ) სამოქალაქო რეესტრში შესატანი მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების ჩამონათვალი;
დ) იურიდიულ პირთა შექმნის პირობები და მათი საქმიანობის ზოგადი წესი;
ე) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა შექმნისა და საქმიანობის წესი;
ვ) გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეები, სტრუქტურა და ოდენობა, მათი შემოღებისა და გადახდის წესი;
ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სამართლებრივი სტატუსი;
თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევის წესი;
ი) სისხლის, სისხლის სამართლის საპროცესო, სამოქალაქო, სამოქალაქო სამართლის საპროცესო, ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო, სასჯელაღსრულების კანონმდებლობა, შრომის, სამეწარმეო კანონმდებლობა;
კ) საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე საქართვ ე ლოს სამინისტროების, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყებების, სახელმწიფო კონტროლის უმაღლესი და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების შექმნის წესი;
ლ) სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მომზადების, მიღებისა და ამოქმედების წესი;
მ) საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების წესი.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3613 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/7-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90052-normatiuli-aktebis-shesakheb/9.md
