---
title: "მუხლი 10. აივ ინფიცირებულთა / შიდსით დაავადებულთა უფლებები — აივ ინფექცია/შიდსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90088-aiv-inpektsia-shidsis-shesakheb/10"
law: "აივ ინფექცია/შიდსის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 90088"
adopted: "2009-11-17"
consolidated_as_of: "2024-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. აივ ინფიცირებულთა / შიდსით დაავადებულთა უფლებები — აივ ინფექცია/შიდსის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აივ ინფექცია/შიდსის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2024-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90088-aiv-inpektsia-shidsis-shesakheb/10

1. დაუშვებელია
აივ
ინფიცირებულთა
/
შიდსით
დაავადებულთა
სამოქალაქო
,
პოლიტიკური
,
სოციალური
,
ეკონომიკური
და
კულტურული
უფლებებისა
და
თავისუფლებების
შეზღუდვა
მხოლოდ
აივ
დადებითი
სტატუსის
საფუძველზე
,
გარდა
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა
.
დაუშვებელია
აივ
ინფიცირებულთა/შიდსით
დაავადებულთა
მიმართ
ადამიანის
საყოველთაოდ
აღიარებული
უფლებების
,
თავისუფლებებისა
და
გარანტიების
შეზღუდვა
,
რომლებიც
ამ
პუნქტში
არ
არის
მოხსენიებული
,
მაგრამ
თავისთავად
გამომდინარეობს
საქართველოს
კონსტიტუციის
,
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა
და
შეთანხმებების
პრინციპებიდან
.

2. აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის სამუშაოდან დათხოვნა ან მისთვის სამუშაოზე მიღებაზე უარის თქმა მხოლოდ აივ დადებითი სტატუსის გამო დაუშვებელია, გარდა იმ საქმიანობებისა, სადაც არსებობს მასთან კონტაქტში მყოფი პირის დაინფიცირების მაღალი რისკი. აღნიშნულ საქმიანობათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. აივ
ინფიცირებულს/შიდსით
დაავადებულს
უფლება
აქვს
,
სამედიცინო
მომსახურების
მიმწოდებლისაგან
მიიღოს
სრული
ინფორმაცია
სამედიცინო
მომსახურების
მიღების
შესაძლებლობის
,
სამედიცინო
მომსახურების
სახეების
,
საფასურის
,
თანმხლები
რისკისა
და
შესაძლო
ეფექტიანობის
,
სამედიცინო
მომსახურების
მიმწოდებლის
ვინაობისა
და
პროფესიული
გამოცდილების
შესახებ
.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის
კანონი
№3056
- ვებგვერდი,
11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90088-aiv-inpektsia-shidsis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90088-aiv-inpektsia-shidsis-shesakheb/11.md
