---
title: "მუხლი 8. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებისა და პერსონალის ვალდებულებები — აივ ინფექცია/შიდსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90088-aiv-inpektsia-shidsis-shesakheb/8"
law: "აივ ინფექცია/შიდსის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 90088"
adopted: "2009-11-17"
consolidated_as_of: "2024-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებისა და პერსონალის ვალდებულებები — აივ ინფექცია/შიდსის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აივ ინფექცია/შიდსის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2024-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90088-aiv-inpektsia-shidsis-shesakheb/8

1. აივ
ინფიცირებულთა/შიდსით
დაავადებულთა
დიაგნოსტიკას
,
მკურნალობას
,
პროფილაქტიკას
,
მხარდაჭერას/ხელშეწყობასა
და
მოვლას
ახორციელებს
მომსახურების
მიმწოდებელი
დაწესებულება
.

2. მომსახურების
მიმწოდებელი
დაწესებულება
ვალდებულია
პირს
,
რომელმაც
დადგენილი
წესით
გაიარა
ტესტირება
აივ
ინფექციაზე
,
მიაწოდოს
სრული
ინფორმაცია
მისი
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
შესახებ
,
თუ
პირი
უარს
არ
აცხადებს
ინფორმაციის
მიღებაზე
.
პირისათვის
ინფორმაციის
არმიწოდების
ან
ინფორმაციის
მოცულობის
შეზღუდვის
საკითხი
რეგულირდება
საქართველოს
კანონმდებლობით
.

3. მომსახურების
მიმწოდებელი
დაწესებულება
ვალდებულია
დიაგნოზთან
ერთად
პირს
მიაწოდოს
ინფორმაცია
აივ
ინფექცია/შიდსის
გავრცელების
პრევენციის
უზრუნველყოფის
ღონისძიებების
შესახებ
,
რომლებიც
სავალდებულოა
სხვათა
უსაფრთხოებისათვის
და
რომელთა
დარღვევისთვისაც
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილია
შესაბამისი
პასუხისმგებლობა
.

4. მომსახურების
მიმწოდებელი
დაწესებულება
ვალდებულია
შესთავაზოს
პირს
და
,
მისი
ინფორმირებული
თანხმობის
შემთხვევაში
,
უზრუნველყოს
აივ
ინფექციაზე
ტესტის
წინა
და
შემდგომი
კონსულტირება
.

5. მომსახურების
მიმწოდებელი
დაწესებულება
,
რომელიც
ახორციელებს
აივ
ინფიცირებულთა/შიდსით
დაავადებულთა
დიაგნოსტიკას
,
მკურნალობას
,
პროფილაქტიკას
,
მხარდაჭერას/ხელშეწყობას
ან/და
მოვლას
,
ვალდებულია
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
აწარმოოს
აღრიცხვა
.

6. მომსახურების
მიმწოდებელი
დაწესებულება
,
რომელიც
ახორციელებს
აივ
ინფიცირებულთა/შიდსით
დაავადებულთა
დიაგნოსტიკას
,
მკურნალობას
,
პროფილაქტიკას
,
მხარდაჭერას/ხელშეწყობას
ან/და
მოვლას
,
ვალდებულია
აივ
ინფიცირებულს/შიდსით
დაავადებულს
მოსთხოვოს
ინფორმაცია
იმ
პირის/პირთა
შესახებ
,
რომელთანაც/რომლებთანაც
მას
ჰქონდა
ეპიდემიოლოგიური
თვალსაზრისით
რისკის
შემცველი
კონტაქტი
.

7. აივ
ინფიცირებულის
/
შიდსით
დაავადებულის
მიერ
ამ
კანონის
მე-
11
მუხლის
მე-
2
პუნქტით
დადგენილი
მოთხოვნის
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
მომსახურების
მიმწოდებელი
დაწესებულება
,
რომელიც
ახორციელებს
აივ
ინფიცირებულთა
/
შიდსით
დაავადებულთა
დიაგნოსტიკას
,
მკურნალობას
,
პროფილაქტიკას
,
მხარდაჭერას
/
ხელშეწყობას
ან
/
და
მოვლას
,
ვალდებულია
პირის
მეუღლეს
/
სქესობრივ
პარტნიორს
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
მიაწოდოს
ინფორმაცია
პირის
აივ
დადებითი
სტატუსის
შესახებ
,
თუ
ცნობილია
მისი
მეუღლის/სქესობრივი
პარტნიორის
ვინაობა
.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90088-aiv-inpektsia-shidsis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90088-aiv-inpektsia-shidsis-shesakheb/9.md
