---
title: "მუხლი 11. იმ პირთა უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დახმარებას უწევენ სამსახურს — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/11"
law: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 90304"
adopted: "2009-11-03"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. იმ პირთა უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დახმარებას უწევენ სამსახურს — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/11

1. ამ კანონით დადგენილი ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად პირს უფლება აქვს, ნებაყოფლობით ითანამშრომლოს და დახმარება გაუწიოს სამსახურს.

2. პირს, რომელიც დახმარებას უწევს სამსახურს, უფლება აქვს: ა) დადოს მასთან კონტრაქტი კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ; ბ) სამსახურისაგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე; გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს პირადობის დამადასტურებელი დაშიფრული დოკუმენტები; დ) მიიღოს ანაზღაურება კონტრაქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ ზიანის კომპენსაცია, რომელიც მას მიადგა სამსახურისათვის დახმარების გაწევისას.

3. პირი, რომელიც სპეციალური კონტრაქტის საფუძველზე დახმარებას უწევს სამსახურს, ვალდებულია: ა) შეასრულოს დავალებები სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად; ბ) დაიცვას დადებული კონტრაქტის პირობები; გ) განზრახ არ მიაწოდოს სამსახურს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია.

4. პირი, რომელიც დახმარებას უწევს სამსახურს, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურისათვის განზრახ ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაციის მიწოდებისათვის ან/და საქართველოს კანონმდებლობით დაცული იმ ინფორმაციის გამჟღავნებისათვის, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად. თავი IV. სამსახურის ორგანიზება და ხელმძღვანელობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/12.md
