---
title: "მუხლი 12. სამსახურის ორგანიზება — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/12"
law: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 90304"
adopted: "2009-11-03"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. სამსახურის ორგანიზება — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/12

1. სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.

2. სამსახური დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ფუნქციონირებს ერთიანი ცენტრალიზებული წესით.

3. სამსახურის ორგანიზება განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1 049 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/13.md
