---
title: "მუხლი 17. სამსახურის თანამშრომელთა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/17"
law: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 90304"
adopted: "2009-11-03"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. სამსახურის თანამშრომელთა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/17

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან/და სამსახურის უფროსი წელიწადში ერთხელ მაინც ატარებს სამსახურის თანამშრომელთა სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას და შემოწმების შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოფს შესაბამის პირთა განთავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან ამ კანონის მე-19 მუხლის „ბ“, „ე.გ“ ან/და „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

2. ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებს სამსახურის შესაბამისი თანამდებობის მიხედვით ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3086 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/18.md
