---
title: "მუხლი 2. სამსახურის სამართლებრივი სტატუსი — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/2"
law: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 90304"
adopted: "2009-11-03"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. სამსახურის სამართლებრივი სტატუსი — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/2

1. სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.

2. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI,№51,29.09.2010წ.,მუხ.332

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/3.md
