---
title: "მუხლი 20. სამსახურის თანამშრომლის წახალისების ფორმები — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/20"
law: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 90304"
adopted: "2009-11-03"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. სამსახურის თანამშრომლის წახალისების ფორმები — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/20

სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის წესდება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება და მადლობის სიგელით დაჯილდოება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; გ) დამატებითი შვებულების მიცემა 10 დღე-ღამის ოდენობით; დ) სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ე) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა; ზ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისათვის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1941 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/21.md
