---
title: "მუხლი 21. სამსახურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/21"
law: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 90304"
adopted: "2009-11-03"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. სამსახურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/21

სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისთვის სამსახურის თანამშრომლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამსახურის სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) უფრო დაბალი თანრიგის (რანგის) თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არაუმეტეს 1 წლისა; ვ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება; ზ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; თ) თანამდებობიდან გათავისუფლება; ი) სამსახურიდან დათხოვნა. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1802 – ვებგვერდი, 30.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/22.md
