---
title: "მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/4"
law: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 90304"
adopted: "2009-11-03"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/4

1. სამსახურის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს.

2. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია, პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა, სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.

3. სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება: ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შექმნა, ასევე მასში მონაწილეობა; ბ) პირად, კომერციულ, პროფესიულ ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული, აგრეთვე კანონით დაცული სხვა ინფორმაციის გამჟღავნება, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; გ) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, ასევე მასში მონაწილეობა; დ) შეთავსებით მუშაობა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან რაიმე თანამდებობის დაკავება რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში, ან რაიმე ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება ან/და რაიმე თანამდებობის დაკავება სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/5.md
