---
title: "მუხლი 8. სამსახურის უფლებამოსილებანი — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/8"
law: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 90304"
adopted: "2009-11-03"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სამსახურის უფლებამოსილებანი — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/8

სამსახური უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, გამოავლინოს, გახსნას და აღკვეთოს დანაშაული საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში, აწარმოოს გამოძიება, გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები კანონით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ქვემდებარეობის შესაბამისად აწარმოოს გამოძიება სრული მოცულობით; წარმოოს წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით; გ) გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით; დ) საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება რევიზიის ან ინვენტარიზაციის ჩატარებაზე, მოითხოვოს საუწყებო შემოწმების ჩატარება და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა; ე) მოიპოვოს, დაამუშაოს და გააანალიზოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები; ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან მოითხოვოს და მიიღოს ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს რეაგირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული უზრუნველყოფის ზომები; თ ) თუ დაყოვნება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ა და ჯანმრთელობას , დაუბრკოლებლად შევიდეს საცხოვრებელ ბინებსა და მოქალაქეთა კუთვნილ სათავსებში , საწარმოთა , დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ტერიტორიებზე და შენობა - ნაგებობებში ( გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობების , საკონსულო დაწესებულებებისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შენობა - ნაგებობ ებისა, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობით ) დანაშაულის აღსაკვეთად ან / და იმ პირის დასაკავებლად , რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში ; ი ) სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული დანაშაულის ან სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით , სამსახურის უფროსის ბრძანებით , დასახლებულ პუნქტებში , საგზაო მაგისტრალებზე და ტერიტორიულ წყლებში მო ა წყოს შემოწმების პროცედურები ; ამ დროს სამსახურის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს , გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება ( გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იმუნიტეტის მქონე პირებისა , დიპლომატიური წარმომადგენლობების , საკონსულო დაწესებულებების ა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისა ), მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი , სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები , მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება . შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სამსახურის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს , გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ; კ) ამ კანონით დადგენილი ამოცანის შესრულების უზრუნველსაყოფად ჩაატაროს სათანადო ექსპერტიზა; ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობა. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI,№51,29.09.2010წ.,მუხ.332 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI,№66,03.12.2010წ.,მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90304-sakartvelos-pinansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb/9.md
