---
title: "მუხლი 1 — „ამნისტიის შესახებ“"
url: "https://legal.ge/ka/law/90634-amnistiis-shesakheb/1"
law: "„ამნისტიის შესახებ“"
article: "1"
identifier: "matsne 90634"
adopted: "2009-11-20"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — „ამნისტიის შესახებ“

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ამნისტიის შესახებ“, მუხლი 1 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90634-amnistiis-shesakheb/1

1. გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა.

2. გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებულ პირებს.

3. გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოსახდელი ნაწილი იმ პირებს, რომელთა მიმართაც ამ კანონის მიღების დროისათვის მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასამართლო განხილვა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით .

---
Next article: https://legal.ge/ka/law/90634-amnistiis-shesakheb/2.md
