---
title: "მუხლი 15. უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/15"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/15

1. (ამოღებულია - 08.02.2017, №255) .

2. უზენაეს სასამართლოში იქმნება: ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა; ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა; გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; დ) დიდი პალატა; ე) პლენუმი; ვ) სადისციპლინო პალატა; ზ) საკვალიფიკაციო პალატა.

3. უზენაეს სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეების უფრო ვიწრო სპეციალიზაცია. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/16.md
