---
title: "მუხლი 2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/2"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/2

1. საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო.

2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა ერთიანია.

2¹. სპეციალიზებული სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში.

3. სამხედრო სასამართლო შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში, საომარი მდგომარეობის დროს, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების განსახილველად, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით. ამავე დეკრეტით უნდა განისაზღვროს სამხედრო სასამართლოს შემადგენლობა, განსჯადობა და მის მიერ საქმეთა განხილვის წესი. აღნიშნული დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან.

4. საგანგებო სასამართლოების შექმნა დაუშვებელია. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/1-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/3.md
