---
title: "მუხლი 20. უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/20"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/20

1. უზენაესი სასამართლოს პალატებს ჰყავთ თავმჯდომარეები. პალატის თავმჯდომარეს (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) ამ პალატის შემადგენლობიდან 10 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებს ამ პალატების შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ამ კანონის მე-19 და 19 1 მუხლებით დადგენილი წესით. უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების საფუძველზე პალატის თავმჯდომარის (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

2. უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) იმავდროულად არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები.

3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთაგან ( გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა ) ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი . საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/19-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/21.md
