---
title: "მუხლი 27. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/27"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/27

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

2. რაიონული სასამართლო იქმნება მუნიციპალიტეტში (მუნიციპალიტეტებში).

3. საქალაქო სასამართლო იქმნება თვითმმართველ ქალაქში. საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია თვითმმართველ ქალაქთან ერთად შეიძლება მოიცავდეს მუნიციპალიტეტსაც (მუნიციპალიტეტებსაც).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/28.md
