---
title: "მუხლი 38. მოსამართლის ფიცი — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/38"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "38"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. მოსამართლის ფიცი — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/38

1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს წევრი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე, თუ იგი პირველად აირჩა მოსამართლის თანამდებობაზე ან მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევამდე შეწყვეტილი ჰქონდა მოსამართლის უფლებამოსილება, აგრეთვე სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე, რომელსაც პირველად ნიშნავენ თანამდებობაზე, ამ თანამდებობის დაკავებამდე საზეიმო ვითარებაში დებენ ფიცს.

2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს წევრები ფიცს დებენ საქართველოს პარლამენტის წინაშე, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეები – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

3. მოსამართლის ფიცის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/37-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/39.md
