---
title: "მუხლი 40. მოსამართლის ხელშეუხებლობა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/40"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. მოსამართლის ხელშეუხებლობა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/40

1. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ მისცემს თანხმობას, თავისუფლებაშეზღუდული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. თანხმობის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/41.md
