---
title: "მუხლი 43. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/43"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "43"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/43

1. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა; გ) (ამოღებულია - 08.02.2017, №255) ; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ვ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ზ) 65 წლის ასა კის მიღწევა; თ) კ ორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ი) გარდაცვალება; კ) სასამართლოს ლიკვიდაცია, მოსამართლის თანამდებობის შემცირება; ლ) სხვა სასამართლოში დანიშვნა (არჩევა); მ) სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა; ნ) უფლებამოსილების ვადის გასვლა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისათვის აუცილებელია სადისციპლინო კოლეგიის წარდგინების არსებობა.

2¹. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტები არ შეიძლება გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.

2². ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი არ შეიძლება გახდეს თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლე გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ იგი ბოლო 12 თვის განმავლობაში 6 თვეზე მეტ ხანს ვერ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას და არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული  კანონი №3397 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4389 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №169 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №2228 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/44.md
