---
title: "მუხლი 51. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/51"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "51"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/51

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი: ა) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; გ) ამზადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4389 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №169 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1377 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/50-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/51-1.md
