---
title: "მუხლი 58¹. მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/58-1"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "58^1"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58¹. მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 58¹ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/58-1

1. რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები ნაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით.

2. საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. საქმეთა ავტომატურად განაწილების ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას დასაშვებია მოსამართლეთა შორის საქმეების ელექტრონული სისტემის გარეშე, რიგითობის წესით განაწილება, რაც გულისხმობს საქმეების შემოსვლის რიგითობისა და მოსამართლეთა ანბანური რიგითობის მიხედვით მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. თავი X. სასამართლოს მანდატური

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/59.md
