---
title: "მუხლი 64. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/64"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "64"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 64 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/64

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სისტემაში, ამ კანონის 63-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობი ს მიზნით, იქმნება ადმინისტრაციული კომიტეტი.

2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი შედგება 9 წევრისაგან. ადმინისტრაციული კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიმუშაოს აქტები საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე; აქტები დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას.

3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია 4 წლის ვადით. ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარეს ირჩევენ კომიტეტის წევრები მისი, როგორც კომიტეტის წევრის, უფლებამოსილების ვადით. საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/65.md
