---
title: "მუხლი 66¹⁴. სკოლაში მისაღები კონკურსის ჩატარება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-14"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "66^14"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66¹⁴. სკოლაში მისაღები კონკურსის ჩატარება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 66¹⁴ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-14

1. სკოლაში მისაღებ კონკურსს ატარებს სკოლა.

2. იუსტიციის მსმენელობის კანდიდატის შერჩევისას გაითვალისწინება საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი, აგრეთვე მისი კვალიფიკაცია, სამართლებრივი ანალიზის, დასაბუთების, ზეპირი კომუნიკაციისა და გამოხატვის უნარები. სკოლაში მისაღები კონკურსის ფორმა, იუსტიციის მსმენელობის კანდიდატთა რეგისტრაცია და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სკოლის წესდებით. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-15.md
