---
title: "მუხლი 66²¹. სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-21"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "66^21"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66²¹. სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 66²¹ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-21

1. სკოლაში სწავლების ხანგრძლივობაა 16 თვე. სრული სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ კურსს, სტაჟირებასა და სემინარულ მუშაობას.

2. იუსტიციის მსმენელისათვის, რომელსაც აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, საერთო სასამართლოს აპარატის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, მოსამართლის თანაშემწედ, სასამართლო სხდომის მდივნად, გამომძიებლად, პროკურორად ან/და ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, სრული სასწავლო კურსის ვადაა 12 თვე.

3. თეორიული კურსის, სტაჟირებისა და სემინარული მუშაობის ხანგრძლივობა განისაზღვრება სკოლის წესდებით. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-22.md
