---
title: "მუხლი 66²². იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-22"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "66^22"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66²². იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 66²² (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-22

იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამამ უნდა უზრუნველყოს ამ კანონის 35 1 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისი თეორიული ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული უნარებისა და თვისებების განვითარება. იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამა, გარდა სავალდებულო საგნებისა, შეიძლება ითვალისწინებდეს არჩევით საგნებს. საგნების ჩამონათვალს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-23.md
